მარცხი 0:6 და ბაზაზე შეჭრილი ფანები | სანტოსი გასავარდნ ზონას მიუახლოვდა
„ვასკო და გამასთან“ მძიმე მარცხის შემდეგ (0:6) „სანტოსის“ საწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრები შეიჭრნენ და ფეხბურთელებს, მათ შორის ნეიმარს პრეტენზიები წაუყენეს. ამის შესახებ ბრაზილიური მედია იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, უკმაყოფილო გულშემატკივრებმა „სანტოსის“ ბაზის ერთ-ერთი ჭიშკარი დაანგრიეს და პარკინგზე შეიჭრნენ. კლუბის წარმომადგენლებმა ადგილზე სამხედრო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა გულშემატკივრებმა მაინც შეძლეს ნეიმართან და სპორტულ დირექტორ ალეშანდრე მატოსთან გასაუბრება.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა 33 წლის ფორვარდს დანარჩენი ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიცემა სთხოვა - „შენ ამ გუნდის ვარსკვლავი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ხარ. თუ წაგების შემდეგ ტირი, წარმოიდგინე, რას გრძნობენ დანარჩენები. თუ შენ გულშემატკივარს ეკამათები, ეს სხვებსაც აძლევს უფლებას, იკამათონ გულშემატკივრებთან“.
ამის პასუხად „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ექსფეხბურთელმა განაცხადა, რომ გუნდი შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს.
ცნობისთვის, 19 მატჩის შემდეგ „სანტოსი“ 21 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ვიტორიას“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
“SI VOS LLORÁS, IMAGINATE EL RESTO”.
— Sudanalytics (@sudanalytics_) August 19, 2025
La barra de Santos a Neymar. ????????????pic.twitter.com/i9THdn0x90