ზუროსმა ავსტრიასთან გასამართი შეხვედრის შემადგენლობა დაასახელა
სპორტის სასახლეში გამართული ვარჯიშის შემდეგ ილიას ზუროსმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც ავსტრიასთან სტუმრად გასამართ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მაიკლ დიქსონი (ბაჰჩეშეჰირი, თურქეთი), გიორგი ცინცაძე (პოლიტექნიკა, რუმინეთი), ანატოლი ბოისა (კაკტუსი), ლევან ფაცაცია (მარნეული), რეზო ჩაჩანიძე (რუსთავი), მერაბ ბოქოლიშვილი (ოლიმპი), გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი), ილია ლონდარიძე (დინამო), ნიკა ცქიტიშვილი (ბიბლოსი, ლიბანი), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), მიხეილ ბერიშვილი (დინამო). შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების რიგებში ვერ ვიხილავთ თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს, ქართველები "ევროლიგაზე" მონაწილეობენ და გამომდინარე "FIBA"-სა და "EUROLEAGUE"-ს შორის არსებული უთანხმოებისა "ევროლიგის" მონაწილე გუნდები საკუთარ კალათბურთელებს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე წასვლის უფლებას არ აძლევენ.
საქართველოს ნაკრები ავსტრიაში დღეს გაემგზავრება, ხოლო 23 თებერვალს ავსტრიასთან შეხვედრის შემდეგ თბილისში დაბრუნდება და გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება.