კოუტინიოს უიღბლო ორშაბათი - საჯარიმოზე გადაყვანილი მანქანა და გაძარცვული სახლი
Aa
Aa

კოუტინიოს უიღბლო ორშაბათი - საჯარიმოზე გადაყვანილი მანქანა და გაძარცვული სახლი

"ბარსელონას" ბრაზილიელ ფეხბურთელს ფელიპე კოუტინიოს გუშინ ძალიან უიღბლო ორშაბათი ჰქონდა.

როგორც მოგეხსენებათ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება და რადგანაც კოუტინიოს წელს კატალონიელთა მაისურით ლიგაზე გამოსვლის უფლება არ აქვს, ფეხბურთელმა ეს დრო დასვენებისთვის გამოეყენა და ოჯახის წევრებთან ერთად მეგობრების მონახულება გადაწყვიტა.

სტუმრად წასულმა კოუტინიომ თავისი ავტომობილი არასწორ ადგილას გააჩერა. მისი მანქანა იქ იდგა, სადაც სატვირთო მანქანის ადგილია.

გარეთ გამოსვლის დროს ბრაზილიელ ფეხბურთელს მანქანა საჯარიმო სადგომზე დახვდა გადაყვანილი. ამ ფაქტმა კი კოუტინიო ძალიან გააბრაზა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ფეხბურთელი და მისი ოჯახი სავახშმოდ წავიდა და სახლში გვიან ღამით დაბრუნდა. კოუტინიოს შინ უარესი სურათი დახვდა - სახლი გაქურდული იყო.

ფეხბურთელმა მაშინვე პოლიციას დაურეკა და გაირკვა, რომ ქურდებმა სახლში არსებული რემონტით ისარგებლეს და მუშების კიბის დახმარებით ძარცვა განახორციელეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის ზარალი მიადგა "ბარსელონას" ფეხბურთელს.

მსგავსი სიახლეები