„ინტენსივობა გაცილებით მაღალია, პირველი ერთი რამ შევამჩნიე“ - რაშფორდი ბარსელონაზე
მარკუს რაშფორდმა თავისი პირველი ბარსელონური გამოცდილებისა და შეხედულებების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და სიამოვნებას ვიღებ. აქ ყველაფერი ძალიან ინტენსიურია - სხვაგვარად, ვიდრე ინგლისურ ფეხბურთში.
რთულია ასახსნელად, მაგრამ ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ მძიმე გამოდგა. ვარჯიშების შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი. ამაში ამინდმაც თავისი როლი შეასრულა. საქმე მხოლოდ სირბილში არ არის - აქ მთავარი ყურადღება ეთმობა ბურთის კონტროლის სავარჯიშოებსა და ბურთთან მუდმივ მუშაობას. ამ მხრივ ყველაფერი უფრო რთულია, რადგან ინტენსივობა გაცილებით მაღალია.
მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას და მატჩებს ახალ მეტოქეებთან.
ჩემთვის წარმატება არის პროგრესი. რამდენიმე წლის წინ ბარსელონა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ პრინციპებს არ უღალატა. დიახ, შესაძლოა დღევანდელი ბარსა ოდნავ განსხვავდებოდეს იმ ძველი გუნდისგან - შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია - მაგრამ მათ შეძლეს, ეს ახალგაზრდული ენერგია გადაექციათ ერთ-ერთ წამყვან ძალად, რომელმაც გუნდი ნამდვილ წარმატებამდე მიიყვანა.
თუ მე შევძლებ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები ამ გამარჯვების სისტემაში ჩავსვა, ვფიქრობ, ეს წელი მართლაც წარმატებული იქნება.
საბოლოოდ, აქ ყოფნა ჩემთვის ახალი სუნთქვაა. თავიდან მუცელში შფოთი მქონდა, მაგრამ ეს ჩემთვის მხოლოდ პოზიტიური ნიშანია. ჩემი კარიერის ყველა დადებითი მოვლენა ასეთ განცდას მიტოვებს.
ეს არის იდეალური გარემო წარმატებისთვის. ერთ-ერთი პირველი, რაც შევამჩნიე, იყო ის, რომ თითქმის ყველას უკვე დავიწყებული ჰქონდა წინა სეზონი, და საუბარი მხოლოდ იმაზე მიდიოდა, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლანდელ სეზონში“.
- განაცხადა რაშფორდმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას.