მაისურაძის აღიარება | უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა
უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში გიორგი მაისურაძის „პოლისიამ“ სტუმრად „პოლტავას“ 4:0 მოუგო. საბოლოო ანგარიში სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა დააფიქსირა, როცა 71-ე წუთზე „პოლისიას“ მეოთხე გოლი გაიტანა.
ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა, Sofascore-მა მაისურაძის თამაში 8.1 ქულით შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. მის გარდა, სიმბოლურ გუნდში „პოლისიას“ კიდევ 5 ფეხბურთელი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მაისურაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ჟიტომირის „პოლისიას“ ღირსებას კი 2024 წლიდან იცავს. 23 ტურის შემდეგ „პოლისია“ 46 ქულით მესამე ადგილზეა. 1-2 ადგილებს 51-51 ქულით შოთა ნონიკაშვილის „ლნზ ჩერკასი“ და ირაკლი აზაროვის „შახტარი“ იყოფენ.