კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„სპილოების სასაფლაო“ | დი კანიო სერია A-ს აკრიტიკებს

ცნობილმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი — სერია A — გააკრიტიკა. დი კანიოს ინტერვიუ Corriere della Sera-მ ჩამოართვა და პაოლომ სერია A-ს „სპილოების სასაფლაო“ უწოდა.

„ორნაირი პერსპექტივა არსებობს. პირველი — იტალიის ჩემპიონატი გააგრძელებს „სპილოების სასაფლაოდ“ ყოფნას: ადრე რონალდუ და რიბერი იყვნენ, ახლა დე ბრუინი და მოდრიჩი არიან. ან მთავარი მწვრთნელებისადმი, როგორებიც ალეგრი, კივუ და გასპერინი არიან, დიდი ინტერესი და ყურადღება იქნება.

მოდრიჩი და დე ბრუინი ტოპ მოთამაშეებად არიან აღიარებული, მაგრამ საკუთარ თავს ვეკითხები, რამდენ ხანს შეძლებენ ისინი უმაღლეს დონეზე თამაშს. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამენ დე ბრუინისა და მოდრიჩის თანაგუნდელები მათ ტექნიკასა და უნარებს. რა თქმა უნდა, ისინი სიამოვნებას მოგვანიჭებენ, მაგრამ მათმა თანაგუნდელებმა უნდა გაითავისონ, ვის მხარდამხარ თამაშობენ. მოდრიჩი ლიდერია, რომელმაც იცის, გუნდს როგორ ელაპარაკოს, და „მილანი“ ამით სარგებელს მიიღებს.“

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი 23 აგვისტოს გაიხსნება. ბუკმეკერები ფავორიტად მოქმედ ჩემპიონს — „ნაპოლის“ — ასახელებენ. შემდეგ მოდიან „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „მილანი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა კვარას და სხვებს“ | კონტემ პრესკონფერენციაზე ხვიჩაც ახსენა
„მადლობა კვარას და სხვებს“ | კონტემ პრესკონფერენციაზე ხვიჩაც ახსენა