იჯარა სეზონის ბოლომდე | საბა მამაცაშვილს ახალი კლუბი ჰყავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების განაპირა მცველი საბა მამაცაშვილი კარიერას შვედურ „კალმარში“ გააგრძელებს - 22 წლის ფეხბურთელი „სირიუსს“ იჯარის წესით დატოვებს.
საბა „იბერია 1999-ის“ აკადემიის აღზრდილია, „სირიუსის“ ღირსებას კი 2024 წლიდან იცავს. შვედეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
„მიხარია „კალმარში“ გადმოსვლა. უკვე გავიცანი თანაგუნდელები, ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალ გარემოში ადაპტაციისთვის. ვფიქრობ, „კალმარის“ სათამაშო სტილს კარგად მოვერგები. მთელი ფლანგის ათვისება და შეტევაში აქტიურად ჩართვა მომწონს და იმედი მაქვს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. „კალმარს“ შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს და მოუთმენლად ველოდები მათ წინაშე თამაშს“.
ცნობისთვის, „კალმარის“ შვედეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში 32 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ერგრუტეს“ 2 ქულით ჩამორჩება.