„დე რიდერმა ოქტაგონიდან გააქრო“ - ბორალიომ უიტეკერი შეაფასა
ერთი კვირის წინ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართული UFC-ის ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა რობერტ უიტეკერსა და რეინე დე რიდერს შორის შედგა, სადაც ამ უკანასკნელმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ავსტრალიელისა და ნიდერლანდების დაპირისპირების შეფასება ამავე, საშუალო წონითი დივიზიონის მეექვსე ნომერს კაიო ბორალიოს სთხოვეს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„დამრჩა შთაბეჭდილება თითქოს, დე რიდერთან უიტეკერი კარიერის ბოლო ბრძოლას ატარებდა, ხოლო ეს უკანასკნელი ოქტაგონში საერთოდ არ იმყოფებოდა. ბობის სახეზე დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი ემჩნეოდა და ეს ის რობერტი ნამდვილად არ იყო, რომელმაც დიდ გამარჯვებებს მიგვაჩვია. დე რიდერმა უიტეკერის ისეთი სუსტი ვერსია გვაჩვენა, რომელიც აქამდე არასოდეს გვინახავს, თუმცა ამ ჩხუბის მოგება ნიდერლანდელის არ აძლევს იმის უფლებას, რომ სატიტულო შეხვედრა მოითხოვოს“.
ცნობისათვის, დაგროვებული ბონუსების რაოდენობით რობერტ უიტეკერი UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში მხოლოდ ანდერსონ სილვას ჩამორჩება, ხოლო კარიერის მანძილზე ჩატარებული 35 ბრძოლიდან 26 აქვს მოგებული, საიდანაც 10 შემთხვევაში ნოკაუტით, 5-ჯერ კი საბმიშენით გაიმარჯვა.