მერაბ დვალიშვილი, ხალილ რაუნთრი
Aa
Aa

„მყარ იატაკზე სპარინგობდა“ | ხალილ რაუნთრის ისტორია დვალიშვილზე

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ხალილ რაუნთრიმ, მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. რაუნთრიმ „მანქანის“ არანორმალურ დისციპლინას გაუსვა ხაზი და ქართველი ჩემპიონის კარდიო შეაქო.

„არასდროს მინახავს მებრძოლი, რომელსაც მერაბისნაირი ენერგია აქვს. მახსოვს, ჩემი ჩხუბის დღე იყო. გავიღვიძე, ჯონ ვუდს (Syndicate MMA-ის მწვრთნელი, სადაც მერაბი ვარჯიშობს) დავურეკე და ვუთხარი, ვარჯიში და ნერვიულობის მოშორება მინდა-მეთქი. მან მითხრა: „კარგი, არაა პრობლემა, ჩამოდი, მერაბთან ერთად ვვარჯიშობ“. თუმცა დაამატა, რომ ცოტა ხანს მოცდა მომიწევდა, რადგან დვალიშვილი მთელი სერიოზულობით სპარინგობდა.

გამიკვირდა — მართლა მთელი სერიოზულობით სპარინგობს-მეთქი? — და ვუდმა მითხრა, ჩამოდი, თვითონ ნახავ ყველაფერსო. ჩავედი და ვხედავ დვალიშვილს, რომელიც საბანკეტო სივრცეში, მყარ იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე, ვიღაც ბიჭთან მთელი ძალით სპარინგობს. ეს მოხდა შონ ომალისთვის გამართული მეორე ჩხუბიდან ერთი კვირის შემდეგ! წვივის დამცავები ეკეთათ, მაგრამ მთელი სერიოზულობით ჩხუბობდნენ — თეიქდაუნები და ჭიდაობა მყარ იატაკზე... წარმოიდგინეთ...

დვალიშვილს უბრალოდ ვერ აჩერებენ. სულერთია, საუბარი ვარჯიშს ეხება თუ მთებზე სირბილს. ჯონ ვუდს უწევს, მასთან მივიდეს და უთხრას: „მერაბ, დღეს არ ივარჯიშო!“ „კარგი, მწვრთნელო, კარგი, მწვრთნელო,“ — პასუხობს დვალიშვილი და რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, რომლებშიც ჩანს, რომ მთაზე არბის და ჩამორბის.“

შეგახსენებთ, რომ რაუნთრიც Syndicate MMA-ში ვარჯიშობს და დვალიშვილს ძალიან კარგად იცნობს. ბოლოს ხალილმა 2025 წლის ივნისში იჩხუბა და ჯამაჰალ ჰილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანი თოფურიასთან ჩხუბს არ იმსახურებს“ - ჩენდლერმა მიზეზი დაასახელა
„ცარუკიანი თოფურიასთან ჩხუბს არ იმსახურებს“ - ჩენდლერმა მიზეზი დაასახელა