ზედიზედ მეორედ - ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია

შვეიცარიაში გამართული ევროპის ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ალბიონელებსა და ესპანეთის ეროვნულ გუნდს შორის ბაზელში ჩატარებული ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დამთავრდა, მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში კი, ინგლისელები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

ანგარიში ესპანელებმა გახსნეს - 25-ე წუთზე მარიონა კალდენტეიმ ონა ბატლის გადაცემით თავისი გუნდი დააწინაურა, რასაც ინგლისელებმა 57-ე წუთზე ალესია რუსოს გოლით უპასუხეს, რომელსაც ასისტენტობა ჰლოე კელიმ გაუწია. რაც შეეხება პენალტების სერიას, ალბიონელთა მხრიდან სიზუსტე ბეთანი მიდს და ლეა უილიამსონს დააკლდა, ხოლო ესპანეთის ნაკრების რიგებში 11-მეტრიანი გოლის ავტორმა კალდენტეიმ, აიტანა ბონმატიმ და სალმა პარალუელომ გააცუდეს.

ინგლისის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კონტინენტის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი კი ესპანელი ფეხბურთელები, ესტერ გონსალეს როდრიგესი (4 გოლი) და ალექსის პუტელიასი (4 საგოლე პასი) გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალთა ჩემპიონთა ლიგა | ლანჩხუთის მეტოქეები ცნობილია
ქალთა ჩემპიონთა ლიგა | ლანჩხუთის მეტოქეები ცნობილია