ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი არ იყიდება | სენტ-ეტინი ლიდერების შენარჩუნებას ცდილობს

ცნობილი ფრანგული გამოცემა Foot1 ვებგვერდ Peuple Vert-ზე დაყრდნობით წერს, რომ „სენტ-ეტიენი’’ გუნდის ლიდერების, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის გაყიდვას არ აპირებს.

გასულ სეზონში ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ „სენტ-ეტიენი’’ კანადურმა საინვესტიციო ჯგუფმა Kilmer Sports-მა შეიძინა, რომლის დახმარებით „სენტ-ეტინმა’’ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. ასევე, კლუბი დავითაშვილისა და სტასინის გაყიდვას არ აპირებს, შემდეგ სეზონში ლიგა 1-ში დაბრუნებას უმიზნებს.

24 წლის დავითაშვილმა ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, გუნდი ლიგა 2-ში გავარდა, თუმცა ზურიკოსთვის პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე კარგი სეზონი იყო, 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა (16 საგოლე მოქმედება). მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან სამს გაუტანა: პსჟ-ს, „მონაკოსა“ და „ლილის“. ასევე, „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, „ანჟესთან“ - დუბლი.

დაინტერესებულ კლუბებს დავითაშვილის სანაცვლოდ „სენტ-ეტიენისთვის'' ფინანსურად მიმზიდველი წინადადების შეთავაზება მოუწევთ, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ქართველი გარემარბი ლიგა 2-ში დარჩეს. „სენტ-ეტიენი'' ქართველში 15-20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც რეალურად საკმაოდ დიდი თანხაა. რთული წარმოსადგენია დავითაშვილში 15 ან 20 მილიონი რომელიმე ევროპულმა კლუბმა გადაიხადოს. სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდე გრძელდება და ფეხბურთელის გარემოცვა კლუბის შეცვლას მაქსიმალურად ეცდება.

გასული სეზონის შემდეგ დავითაშვილი „პანათინაიკოსს'', „სპორტინგს“, „ბეშიქთაშს“, „რენსა“ და „სტრასბურგს“ დაუკავშირეს.

ზურიკოს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა. „სენტ-ეტიენმა'' 2024 წლის ზაფხულში „ბორდოდან'' 6 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლუკა ლაცაბიძე წლის ბოლომდე საქართველოში ითამაშებს
ლუკა ლაცაბიძე წლის ბოლომდე საქართველოში ითამაშებს