კრის ბოშს დაბრუნება სურს
“ESPN”-თან საუბარში კრის ბოშმა აღნიშნა, რომ მას საკალათბურთო კარიერის გაგრძელება სურს და აქტიურად განიხილავს სავარაუდო შემოთავაზებებს.
2014-15 წლების სეზონში „მაიამის“ ვარსკლავს ფილტვში თრომბები აღმოაჩნდა. რამდენიმე თვიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ბოში იძულებული გახდა კალათბურთისთვის თავი დაენებებინა.
33 წლის ცენტრმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მზადაა მომავალი სეზონიდან პარკეტზე დაბრუნდეს, ასევე აღნიშნა, რომ თუ კლუბები მასთან კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებენ, მას წლევანდელ სეზონშიც შეუძლია თამაში.
კრისმა ასევე ის სამი გუნდი დაასახელა, რომლებსაც სავარაუდო ვარიანტებად განიხილავს ესენია: „ტორონტო რეპტორსი“, „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ და „ჰიუსტონ როკეტსი“. შეგახსენებთ, რომ ბოშმა ორჯერ მოიგო ჩემპიონობა „მაიამისთან“ ერთად და 11-ჯერ იქნა არჩეული ყველა ვარსკლავის მატჩზე.