პაბლო აიმარი, ხავიერ სავიოლა
Aa
Aa

„ფეხბურთი შეგრძნებების თამაშია, დღეს კი წინა პლანზე ანალიტიკა გამოდის“ - აიმარი

არგენტინის ნაკრების ექსფეხბურთელმა, პაბლო აიმარმა, რომელიც ამჟამად „ალბისელესტეს“ თავკაცის, ლიონელ სკალონის ასისტენტია, პოდკასტ Club Atlético Rock & Roll-ის ეთერში თანამედროვე ფეხბურთში დამკვიდრებულ ტენდენციებზე ისაუბრა და დაასახელა ფეხბურთელი, რომელთანაც ყველაზე კარგი ურთიერთგაგება ჰქონდა.

პაბლო აიმარი:

„არსებობენ მოთამაშეები, რომელთა გვერდითაც უკეთესი ფეხბურთელი ხდები. არაა აუცილებელი, რომ ეს ბომბარდირი ან მთავარი ვარსკვლავი იყოს: მთავარია, გუნდში გყავდეს ფეხბურთელი, რომელთანაც მოედანზე ერთმანეთის კარგად გესმით. მაგალითად, ასეთი კავშირი ხავიერ სავიოლასთან მქონდა. ჩვენ ფეხბურთს ერთნაირად ვუყურებდით.

თუ ორი მოთამაშე ფეხბურთს ერთნაირად ხედავს, მათი ნეიტრალიზება უბრალოდ შეუძლებელია. გუნდისთვის ეს დიდი უპირატესობაა. სავიოლას კარგად ვიცნობდი, იმიტომ რომ მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა და მე ვატარებდი ვარჯიშებზე.

რა თქმა უნდა, არაერთ შესანიშნავ, ინდივიდუალურად ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან მითამაშია, მაგრამ ისეთი ურთიერთგაგება, როგორიც სავიოლასთან მქონდა, სხვა არავისთან მქონია. ერთმანეთს მოედანზე ყოველთვის კარგად ვუგებდით: როცა ბურთს ფეხებს შორის გავატარებდი, მან ეს იცოდა და მზად იყო ბურთის მისაღებად. ამიტომ ვამბობ, რომ ფეხბურთი შეგრძნებების თამაშია, დღესდღეობით კი წინა პლანზე ანალიტიკა გამოდის“.

ცნობისთვის, პაბლო აიმარი და ხავიერ სავიოლა ერთად „რივერ პლეიტში“ (1998-2000 წლებში) და ბენფიკაში (2009-2012 წლებში) თამაშობდნენ. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებში მათ ერთად 16-ჯერ უთამაშიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სახლში უგონოდ იპოვეს - გასკოინი ცუდად გახდა
სახლში უგონოდ იპოვეს - გასკოინი ცუდად გახდა