შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი, ვინისიუს ოლივეირა
Aa
Aa

„უმარს ჩემი ეშინია, ამიტომ ომალის ვეჩხუბები“ - ვინისიუს ოლივეირა

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლი ვინისიუს ოლივეირა აცხადებს, რომ შონ ომალისთან ან უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბი სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ რუს მებრძოლს მასთან დაპირისპირება ეშინია.

რა თქვა „ლოკ დოგმა“:

„ძალიან მინდა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბი, მაგრამ მის დიდი ხანია გამირბის, ამიტომ მასთან შეხვედრის იმედი არ მაქვს. ის ალი აბდელაზიზის ზურგს ამოეფარება, მაგრამ თუ სიმამაცე ეყოფა, მე მზად ვარ ოქტომბერში აბუ-დაბიში ვეჩხუბო.

ვიცი, რომ უმარს გამბედაობა არ ეყოფა, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი მომდევნო მეტოქე შონ ომალი იქნება. ის ნამდვილი მამაკაცია და არ გამექცევა, უმარი კი ალბათ კოშმარებში მხედავს“.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ბრძოლაში წაგების შემდეგ არ უჩხუბია. რაც შეეხება ოლივეირას, მას MMA-ში 23 მოგება და 3 წაგება აქვს. 29 წლის „ლოკ დოგი“ 6-ბრძოლიან მოგებების სერიაზეა. რამდენიმე დღის წინ, UFC 318-ზე ოლივეირამ კაილერ ფილიპსი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასე ვერ გავრისკავ“ - დენა უაითი ჯონ ჯონსს არ ენდობა
„ასე ვერ გავრისკავ“ - დენა უაითი ჯონ ჯონსს არ ენდობა