„ლაჩარი არ ვარ“ | ბრაის მიტჩელმა თოფურიას მატყუარა უწოდა
ბრაის მიტჩელმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ამერიკელი მებრძოლი „ელ მატადორისადმი“ სიმპათიებით არ არის განწყობილი და ამას არც მალავს. მიტჩელმა ინტერვიუ MMA Junkie-ის მისცა და ახსნა, თოფურია რატომ არ მოსწონს.
„ილიამ წარმატება დაიმსახურა. ცუდს არაფერს ვუსურვებ, უბრალოდ მის მიმართ სიმპათიები არ მაქვს და როგორც პიროვნება, არ მომწონს, რადგან ლაჩარი მიწოდა. ლაჩარი არ ვარ. თოფურია მატყუარაა, რადგან ლაჩარი მიწოდა, მე კი დავამტკიცე, რომ ყველაფერი პირიქითაა.
მასთან ვიჩხუბე და თუ შანსს მივიღებ, კიდევ ვიჩხუბებ. მართალია, მაგრად მცემა, მაგრამ ლაჩარი არ ვარ. ლაჩარი არის ადამიანი, რომელიც ჩხუბზე უარს ამბობს და ოქტაგონში არ შედის. შესაბამისად, თოფურია მატყუარაა. ილია არ მომწონს, ალბათ არც არასდროს მომეწონება, თუმცა ცუდსაც არაფერს ვუსურვებ.
ვფიქრობ, მასზე უკეთესი გრეპლინგი მაქვს. იმედია, ილიასთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ და მჯერა, რომ დავამარცხებ. მართალია, მასთან ორთაბრძოლას არ ვიმსახურებ, მაგრამ ვფიქრობ, მისი დამარცხება შემიძლია.“
შეგახსენებთ, რომ მიტჩელი სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ჩავიდა და მომდევნო ორთაბრძოლა საიდ ნურმაგომედოვთან ელის. ბრაისის თქმით, იგი ერთადერთია, ვისაც მოქმედი ჩემპიონის, მერაბ დვლაიშვილის დამარცხება შეუძლია.