„მისი დამარცხება შემიძლია“ | პიოტრ იანი მერაბთან მეორე ჩხუბს ითხოვს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, პიოტრ იანს, მერაბ დვალიშვილთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს. იანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „მანქანის“ დამარცხება შეუძლია და დარწმუნებულია, რომ მეორე ჩხუბი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
„თუ მეორე ჩხუბს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდები, 100 პროცენტით განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება. პირველ დაპირისპირებაში საკუთარი შესაძლებლობები ვერ ვაჩვენე - ეს არგუმენტირებული ფაქტია. იმედი ვიქონიოთ, რომ მერაბთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ.
დვალიშვილის დამარცხება შესაძლებელია. მერაბი თავის საქმეს კარგად აკეთებს და ძლიერ მხარეებს ეფექტურად იყენებს, თუმცა რატომ არ შეიძლება მისი დამარცხება?! ჩემი აზრით, შემიძლია, რომ მოვუგო.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება 2023 წლის მარტში გაიმართა და „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მერაბმა ყველა რაუნდი წაიღო და იანს შანსი უბრალოდ არ დაუტოვა.