თბილისის დინამომ ჰალიდ დოლტმურზიევი დაიმატა
თბილისის „დინამომ“ 18 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჰალიდ დოლტმურზიევი დაიმატა. თბილისურმა კლუბმა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაადასტურა. კონტრაქტისა და გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. „დინამო“ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
წარმოშობით ინგუში ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს სახელით თამაში არჩია, ბელგიური „ბრიუგეს“ აკადემიის აღზრდილია და ამავე კლუბის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.
ჰალიდ დოლტმურზიევი საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებშიც თამაშობდა და U19 ნაკრებში ამ დრომდე ირიცხება.
შესაბამისად, დოლტმურზიევი მინიმუმ სეზონის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში თბილისური კლუბი 29 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, ეროვნული ჩემპიონატი 2 აგვისტოდან განახლდება, „დინამო“ კი თავის შეხვედრას 4 აგვისტოს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.