ილია თოფურია, ტონი ფერგიუსონი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ფორმის პიკზე მყოფი კონორი ილიას გაუმკლავდებოდა“ - ტონი ფერგიუსონი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონტმა, ტონი ფერგიუსონმა ფორმის პიკზე მყოფი კონორ მაკგრეგორისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

რა თქვა „ელ კუკუიმ“:

„კონორს დისტანციის შენარჩუნება უყვარს, ის განსხვავებული მებრძოლია. ილია თოფურია მეტწილად კონტრიერიშებისკენ იხრება. ოლივეირა მან მაშინ დაანოკაუტა, როდესაც ჩარლზი წინ მიდიოდა. ილიას დარტყმების სერიები აქვს, მაგრამ ასეთივე იყო კონორი. მაკგრეგორს უყვარდა მოთმენა და ხელსაყრელი მომენტის ლოდინი.

ასე რომ, ვფიქრობ, კონორ მაკგრეგორი თავისი კარიერის პიკზე ილიაზე თოფურიაზე უფრო დიდი იქნებოდა და უფრო კარგი კარდიო ექნებოდა. ვფიქრობ, ის თოფურიას გაუმკლავდებოდა“.

ცნობისთვის, ფერგიუსონს MMA-ში 25 მოგება და 11 წაგება დაუგროვდა. ბოლოს მან 2024 წლის აგვისტოში მაიკლ კიეზასთან მახრჩობელა ილეთით წააგო, რაც მისთვის ზედიზედ მერვე მარცხი იყო.

რაც შეეხება მაკგრეგორს, ირლანდიელის ანგარიშზე 22 მოგება და 6 მარცხია. 2018 წელს მან ხაბიბ ნურმაგომედოვთან სატიტულო ბრძოლა წააგო და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაკარგა, შემდეგ კი დონალდ სერონეს მოუგო და ორჯერ დამარცხდა დასტინ პორიესთან. მაკგრეგორს MMA-ში 2021 წლის შემდეგ არ უჩხუბია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამთან ჩხუბს იმსახურებს, მისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“ | ჰოლოუეი ილიაზე
„ისლამთან ჩხუბს იმსახურებს, მისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“ | ჰოლოუეი ილიაზე