ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამთან ჩხუბს იმსახურებს, მისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“ | ჰოლოუეი ილიაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „დალოცვილმა“ ყურადღება „ელ მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ თოფურიას დაღესტნელი მებრძოლისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.

„ილიას ისეთი ძლიერი მუშტები აქვს, რომ მისი ჩამოწერა არავისთან შეიძლება. თოფურია მახაჩევისთვის პრობლემაა. ილია ისლამთან ჩხუბს იმსახურებს — როგორც მსუბუქ წონით დივიზიონში, ისე ქვესაშუალოში.

ჰოლოუეიმ საკუთარ განცხადებაზეც ისაუბრა. ცოტა ხნის წინ „დალოცვილმა“ აღნიშნა, რომ ჯასტინ გეიჯის უფრო ძლიერი დარტყმა აქვს, ვიდრე ილიას, და ახლა ახსნა, რა იგულისხმა: „გეიჯისგან უფრო ძლიერი დარტყმები ვიგრძენი, თუმცა აშკარაა, რომ ილიამ ისე დამარტყა, გავითიშე. თოფურიას დარტყმა არ მიგრძნია, რადგან მაშინვე გავითიშე. ილია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამრტყმელია.“

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეი მომდევნო ორთაბრძოლას დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს. „დალოცვილი“ და „ბრილიანტი“ BMF-ის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ, ხოლო მათი ორთაბრძოლა UFC 318-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც კვირას დილით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წონა ჩაბარებულია | პორიე ჰოლოუეიზე ერთი ფუნტით მძიმეა
წონა ჩაბარებულია | პორიე ჰოლოუეიზე ერთი ფუნტით მძიმეა