საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები
Aa
Aa

შვიდი ლელო ესპანელებთან - უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი გამარჯვება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. „უმცროსი ბორჯღალოსნები“ მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში ესპანელებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 31-ქულიანი სხვაობით, 43:12 დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მიხეილ შიოშვილი იყო, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი 3-ჯერ აიღო. თითო ლელო კი, სანდრო მესხიძის, გიორგი არძენაძის, შოთა ხელაძისა და ნუგზარ ქევხიშვილის ანგარიშზეა. ორი გარდასახვა ზუსტად ლუკა თაყაიშვილმა შეასრულა, ერთხელ კი ამ წერტილიდან თავი გიორგი ჯაშმა გამოიჩინა.

მეცხრე ადგილისთვის ფინალურ შეხვედრას ლადო კილასონიას მომზადებული ქართველი მორაგბეები ირლანდია-შოტლანდიის გამარჯვებულთან ჩაატარებენ - ეს მატჩი რამდენიმე წუთში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი ჩიტასთან - წინ მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩია
დასანანი მარცხი ჩიტასთან - წინ მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩია