ლეანდრო ტროსარი, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

ტროსარი ფენერბაჰჩეში გადადის

„არსენალის“ 30 წლის ვინგერმა, ლეანდრო ტროსარმა „ფენერბაჰჩეში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ Sun-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელი პირადად ესაუბრა თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინოს მას შემდეგ, რაც „მეთოფეების“ დატოვება გადაწყვიტა.

ლეანდროს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ის „არსენალის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მას შემდეგ ტროსარმა გუნდში 124 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 23 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება
„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება