გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

სერია ბ-ში კიდევ ერთი მსურველი | კვერნაძის დამატება ბარის სურს

გიორგი კვერნაძემ შესაძლოა კარიერა „ბარიში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა PianetaSerieB წერს.

„ბარის“ სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაგალინი გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს. ჩვენი ინფორმაციით, კლუბი სერიოზულ ინტერესს იჩენს გიორგი კვერნაძის მიმართ, რომელიც „ფროზინონეს“ ღირსებას იცავს. გასულ სეზონში 22 წლის ქართველმა ფორვარდმა 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

არსებული ინფორმაციით, „ბარი“ დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს და აცნობა, რომ კლუბი შეთავაზებას ამზადებს. თუმცა მივა თუ არა საქმე ორ კლუბს შორის მოლაპარაკებამდე, უცნობია, ვინაიდან „ფროზინონე“ ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვერნაძით სერია ა-ს კლუბებიც დაინტერესდნენ, ყველაზე აქტიურად კი „კალიარი“ მუშაობს“.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „ფროზინონეს“ 2023 წელს ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარით შეუერთდა, 2024 წელს კი იჯარის ვადის დასრულების შემდეგ ქართველი ფორვარდი იტალიური კლუბის ფეხბურთელი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარიმ“ სერია ბ-ს გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, „ფროზინონე“ კი პლეიაუტის ზონაში მოხვედრას გადაურჩა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფავორიტები გამოიკვეთნენ? - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გრძელდება
ფავორიტები გამოიკვეთნენ? - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გრძელდება