ბაჯო: „პელეს და მარადონას ვერ შევედრები“
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მის სამშობლოში, იტალიაში ფეხბურთის გულშემატკივრების უდიდესი სიყვარულით სარგებლობს, რის გამოც ის ბევრს მსოფლიოს ყველა დროის ათ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეჰყავს. ასევე არსებობენ ისეთები, რომლებიც „ცხენისკუდას„ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელესა და დიეგო მარადონას გვერდით აყენებენ, რასაც თავად ბაჯო კატეგორიულად არ ეთანხმება.
რობერტო ბაჯო
მადლობა ყველას, ვინც ასე ფიქრობს და ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელესა და დიეგო არმანდო მარადონას გვერდით მაყენებს, მაგრამ არა მგონია სწორი და ობიექტური შეფასება იყოს.
თავს მუდამ ვგრძნობდი მილიარდობით ადამიანებიდან ერთ-ერთად, რომელსაც გაუმართლა და ფეხბურთი ითამაშა, რაც ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. განდიდების მანიით შეპყრობილი კი არასოდეს ვყოფილვარ და არ მიფიქრია, რომ პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ვიყავი.
რობერტო ბაჯო სხვადასხვა პერიოდში „ვიჩენცაში“, „ფიორენტინაში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ბოლონიაში“, „ინტერსა“ და „ბრეშაში“ ასპარეზობდა და საერთო ჯამში 2-ჯერ სკუდეტო, თითოჯერ კი კოპა იტალია და უეფას თასი მოიგო. იტალიის ნაკრებთან ერთად ლეგენდარული ფეხბურთელი 1994 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.