პანტოჟამ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა | „კანიბალმა“ ტიტული მეოთხედ დაიცვა
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ბრაზილიელმა ალეშანდრა პანტოჟამ კარა ფრანსი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. შეხვედრის განმავლობაში პანტოჟა უპირატესობას ფლობდა და მესამე რაუნდში მარხჩობელა ილეთით გაიმარჯვა. „კანიბალმა'' ტიტული მეოთხედ დაიცვა.
35 წლის პანტოჟამ UFC-ში ზედიზედ მერვე ბრძოლა მოიგო. კარიერაში 35-ე ბრძოლა გამართა, 30 გამარჯვება, 5 მარცხი.
2020 წლის 19 ივლისს პანტოჟა აშკარ აშკაროვთან დამარცხდა, მას შემდეგ „კანიბალი'' დაუმარცხებელია.