სენდჰეგენი: მერაბს სუპერძალა აქვს, რომელსაც ჭკვიანურად იყენებს
სუპერმსუბუქი წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილის სავარაუდო მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება, რომელმაც ჯო როგანის პოდკატში სტუმრობისას ქართველ „მანქანაზე“ ისაუბრა.
„მისი კონდიციები და ფიზმომზადება არის სუპერძალა, რომელსაც სხვა მებრძოლები არ ფლობენ, მერაბი კი მას ძალიან ჭკვიანურად იყენებს.
მერაბთან ბრძოლისთვის მომზადება, მასთან მიდგომა თავისებურად უნიკალური იქნება, მაგრამ არ მჭირდება, რომ მისთვის ზედმეტად ბევრი რამ გავაკეთო. მე დავეთანხმე იმ აზრს, რომ თუ მინდა გავხდე საუკეთესო საბრძოლო ოსტატი, ყველა სფეროში უნდა შევძლო მასთან გამკლავება - ჭიდაობა, დარტყმა და ჭიდაობა. თუ ამის გაკეთება შემიძლია, მაშინ შევძლებ.
უმარის წინააღმდეგ ამ დავალებას თავი ვერ გავართვი. ისე ვიქცეოდი, თითქოს შეცვლა მჭირდებოდა. მერაბთან ამის გაკეთებას არ ვაპირებ.
მერაბს ეს ნარატივი აქვს, როდესაც მას აქვს ეს ბუნებრივი დაუმარცხებელი ძალა, რომელსაც ყოველთვის იყენებს, მუდამ ფორმაშია, მიუხედავად ამ ყველაფრისა - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბიჭი დაუმარცხებელია. საკუთარი თავის უნდა მჯეროდეს და სადღაც უმარსა და ომალის შორის უნდა ვიყო. მე შონზე უკეთ ვჭიდაობ. მერაბი უნდა ვაიძულო, რომ მას ჩემთან საქმე ჰქონდეს და არა პირიქით - მე მქონდეს მასთან საქმე“.
- განაცხადა სენდჰეგენმა.
აქვე გეტყვით, რომ სენდჰეგენს (18-5) ბოლო 5 ჩხუბში 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. კორიმ სონგ იადონგს, მარლონ ვერას, რობ ფონტს და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, უმარ ნურმაგომედოვთან კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.