Aa
Aa

ფაჩულიას 12 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "სან ანტონიოსთან"

"გოლდენ სტეიტმა" გამთენიისას "სან ანტონიოს" უმასპინძლა და 122:105 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და საკუთარ 34-ე დაბადების დღეზე მშვენიერი საჩუქარიც მიიღო.

ქართველი ცენტრის მონაგარი 15 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე "სფურსს" 20 ქულით ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა.

"გოლდენ სტეიტის" მხრიდან ყველაზე მეტი 25 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. კარის ანგარიშზე 17 ქულა და 8 გადაცემა იყო.

შეგახსენებთ, რომ სტივ კერის გუნდი 43 გამარჯვებითა და 13 მარცხით ლიგას ლიდერობს. ოკლენდელები "ჰიუსტონს" 2 მოგებით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები