Aa
Aa

"კლივლენდმა" სენსაციური გაცვლა განახორციელა

როგორც ადრიან ვოიანოვსკი იტყობინება "კლივლენდ კავალიერსმა" საკუთარი 2018 წლის არჩევნის უფლება, აიზეა ტომასი და ჩენინგ ფრაი "ლეიკერსში" ჯორდან კლარკსონში და ლერი ნენსიში გაცვალა.

აიზეა "კლივლენდს" აშკარად ვერ შეეწყო და თანაგუნდელებთან გარკვეული დაპირისპირებებიც ჰქონდა, ტომასი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 14.7 ქულას აგროვებდა.

"ლეიკერსს" მთელი სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე სურდა ჯორდან კლარკსონის და ლერი ნენსის გაცვლა, კაილ კუზმას და ლონზო ბოლის პროგრესის შემდეგ  ფილიპინელი გამთამაშებელი მათ სამომავლო გეგმებში აშკარად არ ჯდებოდა, შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში კლარკსონი საშუალოდ 14.5-ს, ხოლო ლერი ნენსი 8.6 ქულას აგროვებდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები