ნიკო უილიამსი
Aa
Aa

ბაიერნი ნიკო უილიამსის დამატებას ცდილობს

„ატლეტიკ ბილბაოსა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბი, ნიკო უილიამსი „ბაიერნის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.

როგორც Sport Bild-ი წერს, მიუნხენელებმა 22 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

ნიკოს გამოსასყიდი 60 მილიონი ევროა, ხელფასის ოდენობა კი 15-დან 20 მილიონამდე ევრო იქნება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, უილიამსმა ყველა ტურნირზე ერთად, 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

ნიკო „ატლეტიკ ბილბაოში“ 2021 წლიდან თამაშობს და მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანე ბაიერნს ტოვებს და შესაძლოა გალათასარაიში გადავიდეს
სანე ბაიერნს ტოვებს და შესაძლოა გალათასარაიში გადავიდეს