ოფიციალურად - შერკი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
რაიან შერკი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. ინგლისურმა კლუბმა „ლიონის“ ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
„ქალაქელებმა“ 21 წლის ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სიტიმ“ საფრანგეთის ნაკრების წევრის შესაძენად 40 მილიონი ევრო დახარჯა.
შეგახსენებთ, რომ შერკი „ლიონში“ 2020 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 184 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა ნდა 45 ასისტი მიითვალა.