Aa
Aa

"ტორპედომ" თურქული შეკრება "აქტობესთან" მარცხით დაიწყო

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, სადაც პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და ყაზახეთის "აკტობესთან" 0-2 დამარცხდა.

უპირატესობის მიუხედავად "ტორპედომ" გოლის გატანა ვერ მოახერხა და ტაიმის მიწურულს გაშვებული ბურთის შემდეგ, მატჩის დასასრულს საკუთარ კარში მეორეც მიიღო.

"ტორპედო" თურქეთში კიდევ სამ შეხვედრას გამართავს: 10 ოქტომბერი - "ოლექსანდრია" (უკრაინა), 13 ოქტომბერი - მოსკოვის "ტორპედო" (რუსეთი), 17 ოქტომბერი - "ქაირათი" (ყაზახეთი).

"ტორპედომ" ასეთი შემაგდენლობით ითამაშა: კვასხვაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, გურული, გრიგალაშვილი, გიგაური, კუხიანიძე, დოლიძე, სარდალიშვილი, კუტალია, კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, მამასახლისი, ქიმაძე, წიქარიძე, ფურცხვანიძე, ტუღუში, მეგრელაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები