„მიზანი ჩემპიონობა იქნება“ - მარკინიოსი საკლუბო მსოფლიოზე
პარი სენ-ჟერმენის კაპიტანმა, მარკინიოსმა FIFA-სთან ინტერვიუს დროს მოახლოებულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და პარიზული გუნდის ამბიციები გაამხილა.
რას ამბობს მარკინიოსი:
„როგორც ყველა ტურნირზე ხდება, სადაც პარი სენ-ჟერმენი მონაწილეობს, ამჯერადაც გვინდა, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები ვიყოთ. ვიცით, რომ გზა გრძელი და რთული იქნება და ძლიერი კონკურენტები გვეყოლება, მაგრამ მოუთმენლად ველით და გვაინტერესებს, როგორც წარიმართება ტურნირი“.
„ამ ტურნირში მონაწილეობა ყველა გუნდს სურს. ვფიქრობ, ახალი ფორმატი მას ძალიან საინტერესოს გახდის, რადგან ბევრი დიდი კლუბი იღებს მონაწილეობას. ასევე, იქნებიან ისეთი გუნდები, რომლებთან თამაშსაც მიჩვეულები არ ვართ“.
„დიდი კლუბები, მრავალი გულშემატკივრით ჩამოვა ამ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. ბევრი გულშემატკივარი გაემგზავრება შტატებში ამ ტურნირის საყურებლად, ბევრიც კი თვალს სახლებიდან მიადევნებს. ტრიბუნებზე ვნების ნაკლებობა არ იქნება“.
„ამ ზაფხულს საყურებლად ბევრი ტურნირი არ იქნება, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ყურადღების ცენტრში იქნება და ყველა გულშემატკივრის ყურადღება ტურნირისკენ იქნება მომართული, იმის მიუხედავად, თამაშობს თუ არა მათი საყვარელი გუნდი“.
პსჟ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 15 ივნისს, 23:00 საათზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს. 20 ივნისს, ლუის ენრიკეს გუნდი 05:00 საათზე ბოტაფოგოს დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 23 ივნისს, 23:00 საათზე სიეტლ სანდერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.