ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები | Goal-ის რეიტინგში პირველი პსჟ-ია

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე დღეები რჩება და Goal-მა ტურნირის ფავორიტები დაასახელა. ცნობილი გამოცემის მიხედვით, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.

„იანვრის შემდეგ, ლუის ენრიკემ პარი სენ-ჟერმენში საოცარი ტრანსფორმაცია მოახდინა. პსჟ შერცხვენასთან და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გავარდნასთან ახლოს იყო, მაგრამ მანჩესტერ სიტისთან შემოტრიალებულმა მატჩმა პარიზელთა მთელი სეზონი შეცვალა.

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო და ფინალში, ინტერი 5:0 გაანადგურა, რაც ნიშნავს, რომ მისი ძვირადღირებული შემადგენლობა, რომელიც ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, აშშ-იც მოწოდების სიმაღლეზე იქნება.  

რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ დეზირე დუე და კომპანია ისტორიული ტრიუმფის აღნიშვნის გამო გადაღლილი იქნებიან და არც მარტივი ჯგუფი ელით, მაგრამ ლუის ენრიკე, შეძლებს და საკუთარ გუნდს შეკრავს, რათა პარი სენ-ჟერმენმა ისევ ლამაზი ფეხბურთო აჩვენოს“, - წერს Goal-ი.

ცნობისთვის, „კვარას“ გუნდის შემდეგ მადრიდის „რეალი“ მოდის. მესამე ადგილს „ბაიერნი“ იკავებს, პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ მეოთხე პოზიციაზეა, „ჩელსი“ - მეხუთეა, „დორტმუნდი“ - მეექვსე, „ატლეტიკო“ - მეშვიდე, „ინტერი“ - მერვე, „ფლამენგო“ - მეცხრე, ხოლო „იუვენტუსი“ - მეათე.

გეტყვით იმასაც, რომ ტურნირი 14 ივნისს დაიწყება და კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ B ჯგუფშია მოხვედრილი. მისი მეტოქეები „ატლეტიკო“, „ბოტაფოგო“ და „სიეტლ საუნდერსი“ არიან. პარიზელები პირველ შეხვედრას 15 ივნისს გამართავენ და „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები კვარაცხელიასაც შეეხო | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა
ცვლილებები კვარაცხელიასაც შეეხო | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა