მატუიდიმ შესაძლოა "ტოტენჰემთან" ვერ ითამაშოს
ტურინის "იუვენტუსის" ფრანგ შუახაზელ ბლეზ მატუიდის "ტოტენჰემთან" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
როგორც ირკვევა, ტრავმა მაინცდამაინც სერიოზული არაა, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო, რის შემდეგაც უფრო კონკრეტული პასუხი გვეცოდინება.
მეორე მხრივ, Premium Sport-ის დღევანდელი ინფორმაციით, 30 წლის ნახევარმცველს თვეზე მეტი გაუცდება.
მატუიდიმ დაზიანება გასულ უქმეებზე "სასუოლოსთან" მატჩისას მიიღო და მოედანი 26-ე წუთზე კლაუდიო მარკიზიო დაუთმო.
"იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" 13 თებერვალს იტალიაში ითამაშებენ, ხოლო 7 მარტს "უემბლიზე" შეხვდებიან.