ლივერპულის საჩემპიონო აღლუმზე ხალხში ავტომობილი შევარდა
Aa
Aa

ლივერპულის საჩემპიონო აღლუმზე ხალხში ავტომობილი შევარდა

„ლივერპულის“ საჩემპიონო აღლუმზე ქუჩაში სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა მოულოდნელად მანქანა გამოჩნდა, რომელიც პირდაპირ ხალხს დაეჯახა და შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა.

საბედნიეროდ არავინ გარდაცვლილა. პოლიციამ ხსენებული ავტომობილის მძღოლი მალევე დააკავა, რომელიც 53 წლის თეთრკანიანი მამაკაცი აღმოჩნდა. „ლივერპულის“ ქომაგები მასთან ფიზიკურად გასწორებას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებთან შეტაკებაც მოუწიათ.

სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ 27 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი, მათ შორის ერთი ბავშვი, მძიმედ დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამედიცინო დახმარება კიდევ 20-მა ადამიანმა მიიღო. მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია.

და ბოლოს, პოლიცია მომხდარს არ განიხილავს, როგორც ტერორიზმს. ამ ეტაპზე დაკავებულის მოტივი და მეტი დეტალი ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში? - ქართველის სამი ვარიანტი
კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში? - ქართველის სამი ვარიანტი