Aa
Aa

მუშტი სახეში - ჯაბა კანკავამ "ანჟის" ფეხბურთელს მოედანზე დაარტყა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "ტობოლთან" ერთად წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება.

კანკავას, მახაჭყალის "ანჟისთან" ამხანაგური მატჩის დროს უსიამოვნება მოუვიდა.

კერძოდ, ჯაბამ და "ანჟის" ფეხბურთელმა არსენ ხუბულოვმა მოედანზე იჩხუბეს.

შეხვედრის დასასრულს, კანკავა მეტოქეს ეუხეშა და ამ ფაქტმა ხუბულოვის გაღიზიანება გამოიწვია. საპასუხოდ, ჯაბამ მეტოქეს სახეში მუშტი უთავაზა და ხელჩართული ბრძოლაც დაიწყო.

საბოლოოდ, მოთამაშეებმა კანკავა და ხუბულოვი დროულად გააშველეს და კონფლიქტიც მალე დასრულდა.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ შეხვედრაში "ანჟის" კარს გიორგი ლორია იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები