ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

„ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი კარგად იქნება“ - ბარკოლა ინტერთან ფინალზე

საფრანგეთის თასის ფინალში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, პსჟ-ის გარემარბმა, ბრედლი ბარკოლამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ბრედლი ბარკოლა:

„შესანიშნავი საღამო იყო. მატჩი კარგად დავიწყეთ და საქმე მალევე შევასრულეთ. დაცვაშიც და შეტევაშიც დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და ამან გაამართლა. ბედნიერები ვართ თასის მოგებით.

ჩემი გოლები? ვიცი, რომ დეზირე დუე სიღრმიდან კარგ პასებს აკეთებს, ამიტომ როდესაც მას ბურთი აქვს, ვცდილობ, მცველების ზურგს უკან გავეხსნა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგი პასი მომცა და საქმე ძალიან გამიმარტივა.

ისტორიული შედეგის მიღწევის შესაძლებლობა? დიახ, ეს ასეა. ვიცოდით, რომ დღეს ამოცანა კარგად უნდა შეგვესრულებინა, რათა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. ასეც მოხდა - ეს მოგება თავდაჯერებულობას შეგვმატებს. ვიცით, ფინალში რა უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი კარგად იქნება“.

ცნობისთვის, პსჟ-მა ფინალში რეიმსი დამაჯერებლად დაამარცხა (3:0). დუბლი ბრედლი ბარკოლას ანგარიშზეა (ორივე გოლი - დეზირე დუეს პასით), ხოლო მესამე გოლი ბარკოლას პასით უკვე აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა.

ერთ კვირაში, 31 მაისს პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელით - მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე „ინტერი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„განვლილი სეზონის შედეგებით კმაყოფილი ვარ“ - ოთარ კაკაბაძე
„განვლილი სეზონის შედეგებით კმაყოფილი ვარ“ - ოთარ კაკაბაძე