Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ბოსტონი - პორტლენდი  97-96

ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა ბოსტონში, სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „ბოსტონ სელტიკსი“  კაირი ირვინგისა და მარკუს მორისის გარაშე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუხვდა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ალ ჰორფორდის „Game winner“-ით დასრულდა.

ბოსტონელების რიგებში დომინიკელი ცენტრი  გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, სასტარტო ხუთეულის ერთბაშად ოთხმა წევრმა კი 10 ქულიანი ნიშნული გადალახა.

„პორტლენდს“ ტრადიციულად სი ჯეი მაკკალუმმა და დემიენ ლილარდმა ულიდერეს 22 და 21 ქულით , 19 ქულა მიითვალა მორის ჰარკლისმა, რომელმაც 5-დან 5 სამქულიანი მოათავსა კალათში.

ამ გამარჯების შემდეგ „ბოსტონს“ 39 მოგება და 15 მარცხი დაუგროვდა, „კელტები“ დამაჯერებლად ლიდერობენ აღმოსავლეთ კონფერენციას. 

 

ბრუკლინი - მილუოკი 94-109

დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა „მილუოკი ბაქსმა“ რომელმაც სტუმრად აუთსაიდერი „ბრუკლინ ნეთსი“ 15 ქულიანი სხვაობით დაამარცხა, თუმცა მეოთხე მეოთხედში „ბაქსის“ ვარსკლავს, იანის ანტეტეკუნპოს კოჭის ტრამვის გამო პარკეტის დატოვება მოუწია.

„მილუოკის“ რიგებში ერთ-ერთი საუკუთესო მატჩი ჰქონდა ერიკ ბლედსოუს, „ბაქსის“ უკანახაზელმა 28 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლით გამოირჩა ჯონ ჰენსონი - 19 ქულა 18 მოხსნა.

„ბრუკლინის“ რიგებში 15-15 ქულა დააგროვეს დემარი კეროლმა და კრის ლევერტმა, სპენსერ დინვიდიმ კი 10 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

29 მოგებითა და 23 მარცხით „მილუოკიმ“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ნიუ იორკი - ატლანტა 96-99

სენსაცია შემოგვთავაზა „ატლანტა ჰოქსმა“, რომელმაც სტუმრად პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლი „ნიუ იორკ ნიქსი“ დაამარცხა.

„ნიქსის“ რიგებში კრისტაპს პორზინგისი გამოირჩა, ლატვიელმა ცენტრმა 22 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში, 14 ქულა მოაგროვა „ნიქსის“ ახალწვეულმა ტრეი ბერკმა.

„ატლანტამ“ გამარჯვება გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოიპოვა, „ჰოქსის“ რიგებში 10 ქულიანი ზღვარი ხუთმა კალათბურთელმა გადალახა, ორმაგი დუბლი გაიფორმა დუეინ დედმონმა - 12 ქულა 14 მოხსნა. 

ამ გამარჯვების  შემდეგ „ატლანტას“ 16 მოგება დაუგროვდა და უკან ჩამოიტოვა „ორლანდო მეჯიქი“, რომელმაც 15 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. 

 

ტორონტო - მემფისი 101 - 86 

კანადაში, ადგილობრივმა „რეპტორსმა“ 15 ქულიანი სხვაობით დაამარცხა ჩემპიონატის ერთ-ერთი აუთსაიდერი „მემფის გრიზლი“. 

„ტორონტომ“ მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხა „მემფისის“ წინააღმდეგობის დაძლევა. „რეპტორსის“ რიგებში ერთბაშად 6 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. 15 ქულა დააგროვა დელონ რაითმა, 13-13 ქულა ჩაიწერეს დემარ დეროუზნმა და ფრენკ ვანლიტმა. 

„მემფისის“ მხრიდან მარკ გაზოლი გამოირჩა, რომელმაც 36 წუთში, 20 ქულა 6 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა.

„ტორონტომ“ ამ მატჩის შემდეგ 36 მოგება დააგროვა და უშუალო კონკურენტს, „ბოსტონ“ სელტიკს, მხოლოდ 3 გამარჯვებითღა ჩამორჩება. 

 

ოკლაჰომა - ლეიკერსი 104 - 108

ზედიზედ მეოთხე მატჩი  წააგო „ოკლაჰომამ“, რომელიც ამჯერად „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ საკუთარ მოედანზე 4 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

„თანდერის“ რიგებში ტრადიციულად რასელ ვესტბრუკი გამოირჩა 36 ქულით, პოლ ჯორჯმა კი 26 ქულა ჩაიწერა აქტივში.

„ლეიკერსის“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად ექვსმა მოთამაშემ გადალახა, განსაკუთრებით კარგად  ბრუკ ლოპესმა ითამაშ, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 5 გადაცემა და 1 ბლოკი მიითვალა.

 

ამ გამარჯვების შემდეგ „ლეიკერსმა“ 21 მოგება დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. 

 

ფინიქსი-შარლოტი 110 - 115

დღევანდელი ტური არიზონაში დაიხურა, სადაც „ფინიქს სანსმა“ „შარლოტ ჰორნეტს“ უმასპინძლა, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „ჰორნეტსის“ ხუთქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

„სანსს“ ტრადიციულად ტი ჯეი ვორენმა ულიდერა 21 ქულით, 23 ქულა მიითვალა „ფინიქსის“ ახალწვეულმა ჯასტინ ჯექსონმა.

„შარლოტამ“ მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხა „სანსის“ წინააღმდეგობის დაძლევა  და აღნიშნული პერიოდი 29-16 მოიგო, „ჰორნეტსის“ რიგებში ნიკ ბატუმი გამოირჩა 22 ქულით, მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა დუაით ჰოვარდმა - 18 ქულა 14 მოხსნა.

 

„შარლოტა“ კვლავ განაგრძობს საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას და 23 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზე იმყოფება. 

 

მსგავსი სიახლეები