ფლორიან ვირცი
Aa
Aa

ფლორიან ვირცისთვის ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩაერთო

„ლევერკუზენის“ ახალგაზრდა შემტევის, ფლორიან ვირცისთვის ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩაერთო. ამის შესახებ Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა, კლუბის დირექტორის, მაიკლ ედვარდსის მეთაურობით ბოსტონში იმყოფებოდა, სადაც „ლივერპულის“ მფლობელი კომპანიის Fenway Sports Group-ს პრეზიდენტს შეხვდა და ვირცის ტრანსფერისთვის საჭირო ბიუჯეტის დამტკიცება სთხოვა.

აშშ-ში გამართული შეხვედრა სასწრაფო წესით მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა ლივერპულში ვირცის ოჯახს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, „ლევერკუზენს“ ახალგაზრდა გერმანელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღება სურს.

ბოლო პერიოდში ვირცხის სახელს ყველაზე ხშირად მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ. არსებული ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ მზადაა, ვირცის სანაცვლოდ 125 მილიონი გადაიხადოს, კიდევ 125 მილიონი კი ხელფასის სახით 5-წლიან კონტრაქტში გაწეროს.

ამასთანავე, „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო ზაფხულში კლუბს დატოვებს და „რეალს“ ჩაიბარებს. „სამეფო კლუბი“ ასევე დაინტერესებულია ვირცის შეძენით და გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა ნაცნობ მწვრთნელთან მუშაობის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
8-თვიანი პაუზის შემდეგ, როდრიმ პირველად ითამაშა
8-თვიანი პაუზის შემდეგ, როდრიმ პირველად ითამაშა