კევინ ლავის შემცვლელის ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

კევინ ლავის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

დეტროიტში, "პისტონსთან"  მატჩში კევინ ლავს მოუდნის დატოვება პირველივე მეოთხედში მოუწია, „კავალიერსის“ მძიმე ფორვარდმა „დეტროიტთან“  ხელი მოიტეხა და 6-8 კვირით  ჩამოცილდა საკალათბურთო აქტივობებს.

NBA-ს კომისარმა, ადამ სილვერმა  კევინ ლავის შემცვლელად ყველა ვარსკლავის მატჩში გორან დრაგიჩი დაასახელა.

სლოვენიელი უკანასკნელი საკმაოდ სოლიდურ სეზონს ატარებს  და საშუალოდ 17 ქულასა და 4.8 გადაცემას აგროვებს, "მაიამი ჰიტი"  კი 29 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები