ნაკრების ყოფილი ფორვარდი სათამაშოდ ფინეთის მე-4 ლიგაში გადავიდა
Aa
Aa

ნაკრების ყოფილი ფორვარდი სათამაშოდ ფინეთის მე-4 ლიგაში გადავიდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 35 წლის ირაკლი სირბილაძე, კარიერას ფინეთის მე-4 ლიგის კლუბ "იიპოში" გააგრძელებს.

ქართველმა ფორვარდმა ახალ გუნდთან 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

სირბილაძე ფინეთის ჩემპიონატში 2009 წლიდან თამაშობს და "კაჯაანის", "კოკოლასა" და "ინტერის" მაისური მოუგია. 

მისი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ "ინტერს" უკავშირდება, რადგანაც 2012 წლიდან ირაკლი კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და კარგი თამაშის გამო, მიწვევა საქართველოს ნაკრებიდანაც მიიღო.

ირაკლი სირბილაძეს ჩვენი ნაკრების ფორმით 5 შეხვედრა უთამაშია, თუმცა გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები