ანტონიო კასანო, არდა გიულერი, ლამინ იამალი
Aa
Aa

კასანო: გიულერი ისეთივე ფენომენია, როგორც იამალი

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ლამინ იმალასა და არდა გიულერზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ეს ორივე ფეხბურთელი ერთ დონეზე თამაშობს.

„გიულერი იამალის მსგავსია - ყოველგვარი მაგრამ-ისა და თუ-ს გარეშე. ლამინი 17 წლისაა. ის ფენომენია, მაგრამ არდაც ისეთივე ფენომენია, როგორც იამალი. მომდევნო 15 წლის განმავლობაში ეს ორი მსოფლიოს ჭკუიდან შეშლის. გიულერის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ადგილას. მას ყველაფრის კეთება შეუძლია. არდას აქვს ხარისხი და ინდივიდუალურობა. ვიმედოვნებ, „რეალის“ მომდევნო მწვრთნელი მას მეტ დროს მისცემს“, - თქვა კასანომ Viva el Futbol-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 24 ასისტი მიითვალა.

რაც შეეხება არდა გიულერს, 20 წლის თურქმა ფეხბურთელმა ამ სეზონში 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - ტიერი ანრი ხვიჩას თამაშზე
„რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - ტიერი ანრი ხვიჩას თამაშზე