ჟოაუ ნევეში
Aa
Aa

ნევეში: “ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა არსენალს 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელია მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და მეორე გოლში მონაწილეობა მიიღო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი გოლის დროს, ჯარიმა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გამოიმუშავა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოაუ ნევეშმა კომენტარი გააკეთა.

ნევეში:

„ახლა ყველაზე ბედნიერები ვართ და გამარჯვებას აღვნიშნავთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. არსენალი ძალიან ძლიერი გუნდია. ინდივიდუალურად უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ ორივე თამაშში უკეთესები ვიყავით.

გვინდა, რომ ყველაფერი ასე გავაგრძელოთ. ჩვენ საუკეთესო გზით ვთამაშობთ ფეხბურთს. ეს ჩვენი ფეხბურთია. ასეთი გამარჯვებებისთვის დიდებული გუნდურობაა საჭირო. თავს კარგად და თავდაჯერებულად ვგრძნობთ.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა უკანასკნელად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში 2007 წელს ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშა. პარი სენ ჟერმენი 31 მაისს, მიუნხენში ინტერს შეხვდება.

კვარას მომენტები VS არსენალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არტეტა: ორივე მატჩი პსჟ-ს მეკარემ მოიგო
არტეტა: ორივე მატჩი პსჟ-ს მეკარემ მოიგო