გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

ქლევერლი გაუშვეს | უოტფორდს ახალი მწვრთნელი ეყოლება

ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი დაითხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

სპორტული დირექტორი ჯიან ლუკა ნანი: „მადლობას ვუხდით ტომს გაწეული სამსახურისთვის - არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, არამედ ზოგადად ყველაფრისთვის, რაც მან კლუბისთვის გააკეთა როგორც ფეხბურთელმა და სამწვრთნელო შტაბის წევრმა. ცვლილებების დრო დადგა -ახალგაზრდა და ნიჭიერი გუნდი გვყავს, რომელმაც მიმდინარე სეზონში დიდი გამოცდილება შეიძინა“.

ვინ შეცვლის ქლევერლის „ონავრების“ თავკაცის თანამდებობაზე, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ქლევერლი 2017 წლიდან უოტფორდის ფეხბურთელი იყო, 2023 წელს დაასრულა კარიერა და ჯერ გუნდის დროებითი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაზე კარგი ტრანსფერი არ გამიკეთებია“ - კიტეიშვილის შტურმის ყოფილი დირექტორი აქებს
„ამაზე კარგი ტრანსფერი არ გამიკეთებია“ - კიტეიშვილის შტურმის ყოფილი დირექტორი აქებს