ამხანაგური მატჩი რუსეთთან? | ბრაზილიის ნაკრებმა მიწვევა მიიღო
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი რუსეთთან? | ბრაზილიის ნაკრებმა მიწვევა მიიღო

რუსეთისა და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შესაძლოა, ამხანაგური მატჩები გაიმართოს. ეს ინფორმაცია ბრაზილიელმა ჟურნალისტმა, გალვაუ ბუენომ გაავრცელა და მიმოწერაც გაასაჯაროვა, რომელიც ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს შორის შედგა.

რუსეთმა „სელესაოს“ მიწვევა გაუგზავნა, რომ 2025 წელს, მოსკოვში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატაროს. ბუენოს ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მიწვევა მიიღო და წერილში, რუსულ მხარეს განუცხადა: „ეროვნული გუნდის მმართველი საბჭო მობილიზებული იქნება, რათა ზემოხსენებული მატჩები გაიმართოს. გვჯერა, ბრაზილიისა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციების თანამშრომლობა გლობალური საფეხბურთო ეკოსისტემის გასაძლიერებლად ფუნდამენტური იქნება“.

ბუენოს ცნობით, უცნობია, რუსეთისგან მიწვევა როდის იქნა გაკეთებული, მაგრამ საპასუხო დოკუმენტი 2024 წლის 29 აგვისტოთი თარიღდება. მასში დასახელებულია ორი პერიოდი, რომელთა დროსაც, ბრაზილიას ამხანაგური მატჩებისთვის დრო ექნება: 6-14 ოქტომბერი, 10-18 ნოემბერი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრისა და დაწყებული ომის გამო, რუსეთი საერთაშორისო ტურნირებს ჩამოშორებულია და გამონაკლისი არც ფეხბურთია. რუსებმა ბოლო ამხანაგური მატჩი ზამბიის წინააღმდეგ გამართეს, ივნისში კი ნიგერიასთან და ბელარუსთან ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო“ | სპალეტიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა
„დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო“ | სპალეტიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა