მიხეილ აშვეთია
Aa
Aa

„რუსეთთან რომ ვითამაშოთ, ნახევარი საქართველო განრისხდება“ | მიხეილ აშვეთია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ აშვეთიამ Championat-ს ინტერვიუ მისცა. აშვეთიამ რამდენიმე თემაზე ისაუბრა და საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, ამხანაგური მატჩის გამართვის ალბათობაზეც ილაპარაკა.

„ჩვენ შეიძლება, ეს გვინდოდეს, მაგრამ პოლიტიკა ამის საშუალებას არ იძლევა. ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია. ახლა, რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი რომ დაორგანიზდეს, ნახევარი საქართველო მონაწილეებზე განრისხდება. პოლიტიკა ყველგანაა და მთელ მსოფლიოში სიგიჟეები ხდება“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო, რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში აკრძალული აქვს. რუსები მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს მართავენ და ბოლოს ზამბიას დაუპირისპირდნენ, რომელიც 5:0 გაანადგურეს.

ცნობისთვის, უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე რუსული კლუბები და ნაკრები მანამდე არ დაიშვებიან, სანამ უკრაინაში კონფლიქტი არ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს