ჟოზე მოურინიო, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

„საშინელი მწვრთნელია“ - ბალიჩმა მოურინიო გააკრიტიკა

„ფენერბაჰჩესა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ელვირ ბალიჩმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა და მას „საშინელი მწვრთნელი“ უწოდა.

ამ დროისთვის „ფენერბაჰჩე“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „გალათასარაის“ 8 ქულით ჩამორჩა, სეზონის დასრულებამდე კი 4 თამაშია დარჩენილი.

„მოურინიონს კარგ მწვრთნელად არ ვთვლი. ის საშინელი მწვრთნელია და უბრალოდ დაგვცინის. მან კვლავ ყველა გააკვირვა სასტარტო შემადგენლობით. როგორ შეიძლება ასეთი ტაქტიკა აირჩიო? ეს რაღაც ხუმრობაა. არ შეიძლება გუნდის განადგურება საკუთარი ეგოთი და ქედმაღლობით. ვწუხვარ, რომ ის ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. გემუდარებით, დაემშვიდობეთ მას. მე მისდამი ყველანაირი პატივისცემა დავკარგე“, - თქვა ბალიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე „ფენერბახჩეს“ 2024 წლიდან წვრთნის და მისი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისის ჩათვლით არის გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ - არსენალი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში
პსჟ - არსენალი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში