17-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი - საბა ჩიხლაძის 3 ვერცხლი პერუდან
პერუში მიმდინარე 17-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა.
102 კგ. წონით კატეგორიაში საბა ჩიხლაძემ ჩვენს დელეგაციას სამი მედალი შემატა და სამივე ვერცხლის მედალია.
ატაცში ახალგაზრდა ძალოსანმა სამი მისვლიდან სამივე ზუსტად გამოიყენა - 123, 125 და 130 კილოგრამები, ასევე სამი ცდიდან სამივე ზუსტი ჰქონდა აკვრაში - 154, 159 და 162 კილოგრამები, ორჭიდის ჯამში კი 292 კგ. დააფიქსირა. ჩიხლაძე მხოლოდ ისლანდიელ თორბერგურ ჰლაისონს ჩამორჩა, რომელმაც ატაცში 140 კგ, აკვრაში 163 კგ. და ორჭიდის ჯამში 303 კგ. დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, ფიცარნაგზე 89 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანიც წარსდგა და მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა. ჯაჯვანმა საუკეთესო შედეგები აკვრასა და ორჭიდის ჯამში აჩვენა, სადაც შესაბამისად, 198 და 360 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მონაწილეებს შორის საუკეთესო იყო, ატაცში დაძლეული 162 კილოგრამით კი მესამე ადგილზე გავიდა.