ჰარი კეინი
Aa
Aa

კეინის პირველი ტიტული - ბაიერნი ბუნდესლიგის გამარჯვებულია

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულია. „რეკორდმეისტერმა“ ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. ამის მიზეზი კი ლევერკუზენის „ბაიერის“ მიერ დაფიქსირებული შედეგი გახდა. ჩაბი ალონსოს გუნდმა 32-ე ტურში, სტუმრად ფრაიბურგის დამარცხება ვერ შეძლო და ფრედ, 2:2 ითამაშა, რამაც მიუნხენელებს ჩემპიონობა მოუტანა.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ბაიერნს“ სატურნირო ცხრილში 76 ქულა აქვს და „ბაიერს“ 8 ქულით უსწრებს. შესაბამისად, ლევერკუზენს დარჩენილ ტურებში ჩამორჩენის აღმოფხვრის როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული შანსიც დაკარგული აქვს.

საგულისხმოა, რომ ჰარი კეინისთვის „ბაიერნში“ მოგებული ტიტული თავის კარიერაში პირველი იქნება. 31 წლის ფორვარდმა აქამდე ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო და მისთვის ეს სადებიუტო ტიტული იქნება.

ცნობისთვის, მიუნხენურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში 34-ედ შეძლო ბუნდესლიგის მოგება, რაც აბსოლუტური რეკორდია.

მსგავსი სიახლეები