არსენ ვენგერი, სესკ ფაბრეგასი
Aa
Aa

„ის ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი იყო“ - ფაბრეგასმა წარსული გაიხსენა

სესკ ფაბრეგასი ისეთი ცნობილი და წარმატებული მწვრთნელი ჯერჯერობით არ არის, როგორიც ფეხბურთელი იყო, თუმცა ფაქტია, რომ „კომოში“ დაკისრებულ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს, რაზეც ის ფაქტიც კარგად მეტყველებს, რომ საკმაოდ მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბს, სერია A-ს დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გავარდნა არ ემუქრება და ნორმალურად გამოიყურება.

იმ წარმატებებიდან გამომდინარე, რასაც ესპანელი მწვრთნელის ამპლუაში აღწევს, ის მედიის წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დიდი ყურადღებით სარგებლობს. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მას დაუსვეს შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რომელმა დამრიგებელმა მოახდინა ყველაზე დიდი ზეგავლენა მის საფეხბურთო ხედვასა და გემოვნებაზე, რაზეც სესკისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„არსენ ვენგერი საუკეთესოა იმ მწვრთნელებს შორის, რომელთა ხელმძღვანელობითაც მითამაშია. ამაში ახლა უფრო მეტად ვრწმუნდები, რადგან ის ჩემს მიმართ უდიდეს ყურადღებას იჩენს და თითოეული მატჩის დასრულების შემდეგ, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მწერს, სადაც 90 წუთის განმავლობაში მომხდარს ვაანალიზებთ და საჭირო რჩევა-დარიგებებსაც არ იშურებს“.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე სესკ ფაბრეგასი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც „არსენალი“, „ბარსელონა“ და „ჩელსი“ არიან. აგრეთვე იყო ესპანეთის ნაკრების საკვანძო ფიგურა, რომლის შემადგენლობაშიც ერთხელ მსოფლიოს, ორჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს
მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს