კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ალ-ჰილალს ანჩელოტის დანიშვნა სურს | Relevo

„ალ-ჰილალს“ უნდა, რომ კარლო ანჩელოტი მთავარ მწვრთნელად დანიშნოს. ამის შესახებ Relevo წერს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრების თავკაცობასთან ახლოს იყო, თუმცა გარიგება ჩაიშალა.

გამოცემის ცნობით, არაბული კლუბი ანჩელოტის წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ „პაპა კარლო“ „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა. ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.

65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ 5 ფეხბურთელში შედის, ჯორჯ ბესტს მაგონებს“ - საუთგეიტი კვარაზე
„ტოპ 5 ფეხბურთელში შედის, ჯორჯ ბესტს მაგონებს“ - საუთგეიტი კვარაზე